პროკურატურამ შეცვალა გადაწყვეტილება ნავალნის სიკვდილის ფაქტის გამო საქმის აღძვრის შესახებ

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, საპატიმროში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის დევნილობაში მცხოვრებმა თანაგუნდელმა, ივან ჟდანოვმა 3 სექტემბერს გაავრცელა რუსეთის იამალო-ნენების ავტონომიური ოლქის პროკურატურის ოფიციალური წერილი, რომელშიც ლაპარაკია ნავალნის სიკვდილის გამო საქმის აღძვრის შესახებ აგვისტოში გამომძიებლების მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე.
წერილში ნათქვამია, რომ საქმე საგამოძიებოკომიტეტს გადაეცა.
აგვისტოში ნავალნის ქვრივმა, იალია ნავალნაიამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება უარს იყო, აღეძრა საქმე მისი ქმრის სიკვდილის ფაქტის გამო.
კრემლის ღია ოპონენტი ნავალნი თებერვალში გარდაიცვალა რუსეთის ჩრდილოეთში, კოლონიაში, დაუდგენელ გარემოებაში.
ის იქ 19 წლიან პატიმრობას იხდიდა ექსტრემიზმში ბრალდებით. ნავალნი ბრალდებას როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს, უარყოფდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურა სიხარულიძე: 21-ე საუკუნეში, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე, მეცნიერებაზე, განათლებასა და კოსმოსის ათვისებაზე მუშაობს, საქართველოში კვლავ ქუჩური კანონებით, კრიმინალური ავტორიტეტებითა და “ძველი ბიჭობის” რომანტიზებით ვამაყობთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მტერი თუ იკადრებს იგივეს, მაშინ ვერავინ გააჩერებს “ოცნების” ვაჟკაცებს სანამ ბოლო რუს ჯარისკაცს ცემით სულს არ ამოხდიან. მერე კი, დიტო სამხარაძე ისევ ნაცების გინებას გააგრძელებს, ოღონდ, ამჯერად უკვე კრემლის აივნიდან