პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 3 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 3 პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს და საქართველოს 2 მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი კუთვნილი, კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი დოკუმენტები – უცხოენოვანი მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება დაამზადეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე მიწის ნაკვეთის გადაფორმების მიზნით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები საჯარო რეესტრში წარადგინეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი და ეფექტური რეაგირების შედეგად განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება გრძელდება, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის და მხილების მიზნით.
Previous: არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება