ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან მომხდარი ფაქტის გამო ორ პირს ბრალი წარუდგინა (ვიდეო)

პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან მომხდარი ფაქტის გამო ორ პირს ბრალი წარუდგინა (ვიდეო)
პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან მომხდარი ფაქტის გამო ორ პირს ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი წარუდგინა.
📌 ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა. „პუბლიკის“ ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა.
იმავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი. უცნობმა პირმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.
📌 მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.