ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროკურატურამ ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა

პროკურატურამ ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დასრულდა. საცხოვრებლის სადარბაზოდან პოლიციელების გასვლას კორპუსთან შეკრებილების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისმოდა შეძახილები - "რუსებო"; "მონებო".
ცნობისთვის, პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში დღეს, დილით შევიდნენ.
უწყების წარმომადგენლებმა აქტივისტების - მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.