პროკურატურამ "ზარალას" ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, იგივე "ზარალას" ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
უწყების განცხადებით, 6 ივლისს თბილისის აეროპორტში რედგენო-სკანერით შემოწმებისას რამიშვილის ბარგში აღმოაჩინეს მის სახელზე რეგისტრირებული "WALTHER PPK/S" მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნა.
ბიზნესმენის ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
მას თავისუფლების 4-დან 7-წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა "ზარალასთვის" აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.