პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,რუსთავი 2007″-ის კუთვნილი უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაამზადა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ყალბი მონაცემების შემცველი ამხანაგობის კრების ოქმები, რომლის საფუძველზეც, უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოს მოტყუებით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1 321 400 ლარად ღირებულ, 641.20 კვ.მ. საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს.
„ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. გამოძიება გრძელდება, დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა