პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების – 34 512 აბი „მეთადონის“, ასევე „ჰეროინის“ „მორფინის“ და „კოდეინის“ შემცველი 2 ლიტრამდე სითხის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთი პირი ბრალდებულად ცნო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების – 34 512 აბი „მეთადონის“, ასევე ,,ჰეროინის“ ,,მორფინის“ და „კოდეინის“ შემცველი 2 ლიტრამდე სითხის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთი პირი ბრალდებულად ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა სხვადასხვა სახის და რაოდენობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ფონიჭალაში, წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან უპრეცედენტო, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 34 512 აბი „მეთადონი“, ასევე ,,ჰეროინის“ ,,მორფინის“ და „კოდეინის“ შემცველი 2 ლიტრამდე სითხე ამოიღეს.
„აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონის“ აბები, რაც საპოლიციო ღონისძიების შედეგად არის ამოღებული.
აღნიშნული პირი ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის