პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა დედას, რომელიც არასრულწლოვან გოგონას აიძულებდა, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია