პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება

პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი – ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს და ჯარისკაცის პროფესიაზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა თემატური ვიდეორგოლები ნახეს და საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიებს გაეცნენ. მოზარდების უმეტესობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევითა და ტერიტორიული რეზერვის პროგრამით დაინტერესდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროექტის მიზანს ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“