ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროევროპულ აქციებზე დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პროევროპულ აქციებზე დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

"დიდი მადლობა, რომ შეწუხდით და ჩემს საქმეებზე დადიხართ. ახლა მე მინდა ვთქვა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რამდენს მომისჯით, იქიდან გამომდინარე, რომ მე დღეს ძააან ამაყი ვარ ჩემი ქვეყნის გვერდით რომ ვიდექი. რაც შეეხება ჩემს საქმეს, ეს საქმე ჩვეულებრივ შეკერილია, იქიდან გამომდინარე რომ ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო. რას და რატომ მედავებიან. ერთ რაღაცას გეტყვით, დედიკოს მიმიხედეთ,როცა ჩამოვა, რადგან ემიგრანტი მყავს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ერთი დიდი ოჯახი ვართ ჩვენ,გკოცნით,ძალიან მიყვარხართ", - თქვა მან.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ანზორ კვარაცხელიამ აქციის მიმდინარეობისას შსს-ს თანამშრომელს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.