პროდუქტები და მომსახურება, რომელიც 2024 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა

2024 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 1.9% იყო.
საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია შემდეგ ჯგუფებში ფასის კლება/მატებამ: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3.6%-ით გაიზარდა; ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასი 5.9%-ით არის მომატებული; ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაზრდილია 3.7%-ით.
2024 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ათი ყველაზე გაძვირებული პროდუქტი შემდეგია:
· მწვანილი - 117%-ით გაძვირდა
· ნიორი - 46%-ით გაძვირდა
· ბადრიჯანი - 45%-ით გაძვირდა
· მწვანე ლობიო - 43%-ით გაძვირდა
· კივი - 28%-ით გაძვირდა
· ქორწინების ოქროს ბეჭედი - 28%-ით გაძვირდა
· კომბოსტო - 25%-ით გაძვირდა
· თვითმფრინავით მგზავრობა - 23%-ით გაძვირდა
· ბრინჯი - 21%-ით გაძვირდა
· კიტრი - 21%-ით გაძვირდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.