პროგრესს ვაჩვენებდით, როგორც ფაქტს და იქიდან გვხვდებოდა განსხვავებული აღქმები – FARA-ს კანონის წყალობით, ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რამდენად ართულებდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა ლობიზმის საშუალებით, საელჩოს და სახელმწიფოს ფუნქციონირებას

პროგრესს ვაჩვენებდით, როგორც ფაქტს და იქიდან გვხვდებოდა განსხვავებული აღქმები – FARA-ს კანონის წყალობით, ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რამდენად ართულებდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა ლობიზმის საშუალებით, საელჩოს და სახელმწიფოს ფუნქციონირებას
წლიდან წლამდე სხვადასხვა საშუალებებით, განსაკუთრებით, ლობისტური საქმიანობებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიჰქონდათ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენ ამასთან დაპირისპირება გვიწევდა. ყველაზე ხშირად რასთანაც მიწევდა შეხება, იყო აღქმები, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიები, პირდაპირ ემსახურებოდნენ საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას, ამის გაცნობა კი FARA-ს კნონის წყალობით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
„ერთი მხრივ, მიგვქონდა ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კვლევებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ტრაექტორიის, საკუთრების უფლების, ზოგადად ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების სისტემის და ა.შ. პროგრესს ვაჩვენებდით, როგორც ფაქტს და მეორე მხრივ, იქიდან გვხვდებოდა აღქმები, რომლებიც ცოტა განსხვავებული იყო. ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, როგორ ყალიბდებოდა ეს აღქმები: ძირითად შემთხვევაში, მუშაობდა ლობიზმი, ლობისტური კომპანიები და კონტრაქტები, რომლებიც არაერთი იყო და პირდაპირ დეზინფორმაციას, საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის მიტანას ემსახურებოდა. დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში, მე რაც მომიწია მუშაობა, არაერთი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით. ერთ-ერთს გამოვყოფ როგორც სამაგალითოს, იმიტომ, რომ ეს დოკუმენტები, სწორედ FARA-ს კანონის წყალობით, ხელმისაწვდომია, ღიაა და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს მათ და ნახოს, რამდენად ართულებდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა ლობიზმის საშუალებით, საელჩოს და სახელმწიფოს ფუნქციონირებას.“ – განაცხადა ბაქრაძემ.
მან ისაუბრა ერთ-ერთ გამორჩეულ კონტრაქტზე „ნაცმოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ ტექნოლოჯის“ შორის, სადაც ენმ-ის მხრიდან ხელმომწერი იმჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და „ატლანტიკური საბჭოს“მკვლევარი, ბათუ ქუთელია აწერდა. ბაქრაძის თქმით, ამან უხერხულობა შექმნა და „ატლანტიკურ საბჭოს“ ბოდიშის მოხდაც კი მოუხდა.
„ერთ-ერთი გამორჩეული კონტრაქტი ამ თვალსაზრისით იყო ერთი მხრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ კონტრაქტი, გარკვეულწილად შეიძლება გახსოვდეთ, რადგან, საკმაოდ დიდი უხერხულობა შეიქმნა მაშინ, რადგან ენმ-ის მხრიდან ხელმომწერად მითითებული იყო ბათუ ქუთელია, რომელიც იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, იყო ამერიკის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი. ამ უხერხულობის გამო, ატლანტიკურმა საბჭომაც ბოდიში მოიხადა, მაგრამ, შინაარსს რომ დავუბრუნდეთ, ფარას საიტზე ატვირთულ მასალებში, პირდაპირ ჩანს, თარიღები, შეხვედრები და რაც მთავარია, საკითხები, რაზეც მიდიოდა გამზადებული ნარატივის მიტანა ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის.“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
Next: ბატონო ელჩო ერთხელ მაინც მიდით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, მოუსმინეთ ადამიანთა ისტორიებს და დარწმუნდებით, რომ თქვენი მცდელობა ამაოა, ნაციონალი მოძრაობის რეინკარნაცია არასდროს მოხდება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული