პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ - რუბიო

პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ - რუბიო

პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„ის, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, მიუღებელია. ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა, რომ გვინდა ამ ომის დასრულება“, – აღნიშნა რუბიომ.
როგორც მან აღნიშნა, მას სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ბერკეტები მოლაპარაკებებში, მაგრამ უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ დათმობაზე წასვლა ერთმანეთთან.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.