ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრინცმა ჰარიმ ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციაში $1.5 მილიონი გადარიცხა (forbs.ge)

პრინცმა ჰარიმ ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციაში $1.5 მილიონი გადარიცხა (forbs.ge)

პრინცმა ჰარიმ საქველმოქმედო ორგანიზაცია Children in Need-ს 1.1 მილიონი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით $1.5 მილიონი) შესწირა, რაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის მიერ ინდივიდუალურად გაღებული ერთ-ერთი უმსხვილესი დონაციაა. ამის შესახებ სასექსის ჰერცოგმა ნოტინგემში ვიზიტის დროს განაცხადა.
Children in Need-ის ინფორმაციით, პრინცი ჰარის შეწირულება იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერას მოხმარდება, სადაც ძალადობისა და ცივი იარაღით ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკა მაღალია. მათ შორისაა ნოტინგემიც. ცნობისთვის, Children in Need-ის ორგანიზაციამ გაერთიანებულ სამეფოში საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და პროექტების მხარდასაჭერად 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი (დაახლოებით $1.355 მილიარდი) მოიზიდა.
პრინც ჰარის განცხადებით, ძალადობა, განსაკუთრებით კი ცივი იარაღით ჩადენილი დანაშაული, დღესაც საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს და გავლენას ახალგაზრდებსა და მათ სიცოცხლეზე ახდენს. სასექსის ჰერცოგის თქმით, მხოლოდ მისი შეწირულება ცვლილებების განსახორციელებლად საკმარისი არ იქნება და ეს პრობლემა მთავრობის, პოლიციის, სკოლებისა და ბიზნესების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.
სამეფო ოჯახის წევრების მიერ გაღებული ინდივიდუალური შეწირულებების მოცულობა, როგორც წესი, საჯაროდ არ ქვეყნდება. ბრიტანეთის სამეფო სახლის წარმომადგენლების წარსული დონაციებიდან ცნობილია 2023 წელს, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, მეფე ჩარლზის მიერ გაღებული დაუზუსტებელი თანხა, ასევე უილიამის მიერ გაღებული შეწირულება ლონდონში არსებული საკვების ბანკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციებისთვის.
forbes.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.