პრივილეგიების გარეშე დარჩენილი ნამორაძე – ბიზნესმენი მასშტაბურ კომპლექსს ვეღარ ააშენებს (ვიდეო)

ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი, ვაკეში ცათამბჯენს შეცვლილი პარამეტრებით ააშენებს, საკრებულოს დეპუტატი საბა ბუაძე ამტკიცებს, რომ ნოშრევან ნამორაძეს, დღეს, პრივილეგიები დაათმობინეს. ნებართვა, რომელიც სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად თბილისში ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობას ითვალისწინებდა საკრებულომ დღეს შეცვლა.

ვაკეში თითო კვადრატული საცხოვრებელი ფართის ფასი, ათასობით დოლარია. ახლა ჩნდება კითხვა ნოშრევან ნამორაძემ, რომელიც უფრო მაღლი შენობის ასაშენებლად იბრძოდა, პრივილეგიებზე უარი თქვა თუ ათქმევინეს. “ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ ბიზნესმენმა ფული არ გადაიხადა და ამიტომაც უფრო მაღალი შენობის აშენების უფლება ჩამოართვეს.

ნოშრევან ნამორაძე “ოცნებასთან” დაახლოებულ ბიზნესმენად ითვლება – ის იყო ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრი. ოპოზიცის ინფორმაციით, მის პროექტებს ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ლობირებდა, “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად კი, ხმალაძე ნოშრევან ნამორაძის აშენებულ პენტჰაუსში ცხოვრებდა ისე, რომ ეს ბინა ისე კომპანიის სახელზე იყო გაფორმებული. ოპოზიციის მტკიცებით, ნამორაძე იბრძოდა ვაკეში ყველაზე მომგებიანი ტერიტორიის მისაღებად, თუმცა, ახლა აღარ რისკავს და უკან იხევს.

ნამორაძე ახლობლობს ირაკლი კობახიძესთანაც – გავრცელდა კადრებიც, სადაც ისინი ერთად პოზირებენ ფოტოსესიისთვის – თუმცა, ახლა კობახიძე ვერ ხსნის, რატომ თქვა მოგებაზე ბიზნესმენმა უარი. ამტკიცებს ერთადერთს, რომ ბიზნესმენი რეპრესიების შიშით ქვეყნიდან არ გაქცეულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება