ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შესრულდა - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

„მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს პრივატიზებიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 279 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა. ამასთან, მხოლოდ მეოთხე კვარტალში, ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ 98,295,953 ლარი შეადგინა, რაც მეოთხე კვარტლის პრივატიზების გეგმის 126,02% - ია. სააგენტომ დაახლოებით 3,000 აუქციონი ჩაატარა, ხოლო პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 100 მლნ ლარი შეადგინა. არსებული შედეგი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა ეკონომიკურ ბრუნვაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ.
სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაციის შედეგად, 2023 წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ჯამში, 279,518,776 ლარის მობილიზება მოახდინა. „ქონების ეროვნული სააგენტო მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას შეთავაზებს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.