ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრესმდივანი: ალექსეი ნავალნი იმყოფება იამალ-ნენთა ოლქის ციხეში

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იმყოფება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში - იუწყებიან ნავალნის მოკავშირეები, რომლებიც ოპოზიციონერთან 20 დღის განმავლობაში ვერ ამყარებდნენ კავშირს.
ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში ამბობს, რომ მსჯავრდებულს მისი ადვოკატი შეხვდა და ნავალნი "კარგად არის".
ოლქი მდებარეობს დასავლეთ ციმბირის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელში, სადაც ნავალნის კოლონია მდებარეობს, ახლა პოლარული ღამეა. მოსკოვთან ოლქს აკავშირებს ვორკუტაზე გამავალი რკინიგზა.
კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფება, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ იუკოსის თანამფლობელი, პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი, ოლეგ სენცოვი.
სოფელში არის კიდევ ერთი კოლონია, სახელით "პოლარული ბუ" - მსჯავრდებულებისთვის, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.