“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” – გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება მცირე წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების ფართო სურათს

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება მცირე წინგადადგმული ნაბიჯია, ეს არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების ფართო სურათს, სადაც პოლიციისა და სხვა სამოქალაქო პირების მიერ მედიის თანამშრომლებზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება. ამის შესახებ განცხადებას “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” ავრცელებს.

კერძოდ, “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” თავისი განცხადებით ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმისთვის ბრალდებული სპეცრაზმის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება.

“სავარაუდო დამნაშავის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებებმა საჯაროდ დაადგინეს შესაბამისი პოლიციელის ვინაობა და არა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე წინგადადგმული ნაბიჯია, ეს არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების უფრო ფართო სურათს, სადაც პოლიციისა და სხვა სამოქალაქო პირების მიერ მედიის თანამშრომლებზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის დეკემბერი-ნოემბრის პერიოდში დოკუმენტირებულია პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზის, ე.წ. წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა, სხვა ტოქსიკური ნივთიერებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან პროტესტებს აშუქებდნენ, ისევე, როგორც თავად დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა