ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა

პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან – კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა მერებს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თითოეული მუნიციპალიტეტის სისტემურად განვითარებაზე, როგორც მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტზე. საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარების ახალ ათწლიან სტრატეგიას 2026-2035 წლებისთვის და დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონებში მიმდინარე პროექტების კეთილსინდისიერად განხორციელების მნიშვნელობას და სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს მიმდინარე სამუშაოების აქტიური კონტროლისკენ მოუწოდა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტების მერებს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.