პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო.
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას მთავრობის მეთაურისა და  ქართველი ხალხის მიმართ.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის გულებში სამუდამოდ დარჩება ამ გამორჩეული ადამიანის – სამშობლოს ერთგული და თავდადებული  შვილის – ნათელი ხსოვნა, რომელმაც ღირსეული წვლილი შეიტანა რელიგიური შემწყნარებლობის, მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის განმტკიცებაში, ჰუმანიზმის მაღალი იდეალების აქტიურად პოპულარიზაციასა და საზოგადოების სულიერი საფუძვლების განმტკიცებაში.
ამ რთულ და მწუხარე დღეებში, ჩემი და მრავალეროვნული ქვეყნის – უზბეკეთის ხალხის სახელით, გამოვხატავ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ. ღრმა თანაგრძნობით“, – აღნიშნულია  უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია