პრემიერ-მინისტრმა ბათუმის ახლად რეაბილიტირებული „გმირთა ხეივანი“ დაათვალიერა

ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ბათუმს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა – ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა.
შესრულებულ სამუშაოებს დღეს ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი გაეცნო. პროექტის დეტალებზე ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.
პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველოსადგომები და დამონტაჟდა სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათები.
ხეივანში შეიცვალა და განახლდა დენდროლოგია, რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისად შერჩეული, სხვადასხვა ჯიშის 12 000 მწვანე ნარგავით.
ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის, ხიდებზე განთავსდა ლიფტები.
საფეხმავლო სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს კავშირს როგორც სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის, ისე ბულვარის კავშირს სანაპიროსთან.
„გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25.4 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს