პრემიერ-მინისტრი - NGO-ებსა და პარტიებს შორის აღრევა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს
აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ლელოს“ გასვლითი შეხვედრა რეგიონში, რომელშიც ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც მონაწილეობდა.
კობახიძის თქმით, ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიები და NGO-ები ერთმანეთთან არიან შერწყმულები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება.
„პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს გამჭვირვალე, მით უმეტეს, როდესაც NGO-ების გავლით ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ესეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე. ასეთი აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა კობახიძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.