პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰაიდი გრაუს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ყურადღება დაეთმო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მრავალწლიან წარმატებულ და ეფექტიან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ სააგენტომ თავისი საქმიანობით წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს შვეიცარიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შუამავლობაში თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის შემდეგ.
პრემიერ-მინისტრმა ჰაიდი გრაუს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე