პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახალხო არტისტის, ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახალხო არტისტის, დიდი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ლამარა ჭყონია კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებს ქართული ოპერის ისტორიაში.
„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, დიდი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო. ლამარა ჭყონია, მისი განსაკუთრებით ინდივიდუალური და სახასიათო შესრულების წყალობით, კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებს ქართული ოპერის ისტორიაში. თანავუგრძნობ ლამარა ჭყონიას ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა