პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას. განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი