პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და IMF-ის  მხარდაჭერას,  მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.
საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3%-ია და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რომელთა შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის შედეგადაც დაზოგილი ათობით მილიონი ლარი სექტორის განვითარებაში იქნება ინვესტირებული.
შეხვედრას  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს