პრემიერ-მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.
მთავრობის მეთაური დღეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების მნიშვნელოვან როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ საუბრისას ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესს, ასევე – ქვეყანაში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს.
მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ასევე ესაუბრა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და ხაზი გაუსვა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობას, რაც ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ჯანსაღ დისკუსიას შეუწყობს ხელს.
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
ანალოგიური შეხვედრები საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების თანამშრომლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას