ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.
ინაუგურაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში გაიმართა.
პრესსამსახურის ცნობით, ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას 70 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ესწრებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.