პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კლინიკასთან დაკავშირებული ვითარება.
„მთავრობის მეთაურმა მედიკოსებისგან მოისმინა ინფორმაცია, არგუმენტები და მოსაზრებები პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებზე. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რათა პროცესი არ დაზიანდეს და როგორც საზოგადოებრივი, ასევე მედპერსონალის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.
შემდეგი შეხვედრა გაიმართება ხვალ, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.