პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწროსაზეიმო წირვას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწროსაზეიმო წირვას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.
წირვა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა.
წირვის დასრულების შემდეგ მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა, დღესასწაულები მიულოცა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებისთვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო