არქივი25 სექტემბერი, 2024, 15:26
“პრემიერ მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს” – არჩილ გამზარდია

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
არსებითად შედეგი არ იცვლება, მაგრამ აშშ-ში ძალიან დიდი სირცხვილის და საქართველოს საწინააღმდეგო ქცევისთვის, პრემიერ მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს.
ეს იქნება ელემენტარული სიმბოლურად პასუხისმგებლობის გამოხატვა კობახიძის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესებს ივანიშვილი წარმართავს ნაცვლად მთავრობისა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაინც აქვს ფორმალურ ხელისუფალს და საგარეო პოლიტიკის სრულ კრახს პრემიერის მხრიდან მისი გადაყენება-გადადგომა უნდა მოჰყვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.