ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძესა და ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის ფარიკაობის ეროვნული ნაკრების გუნდის წევრს, სანდრო ბაზაძესა და 2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის ძიუდოს ქალთა ეროვნული ნაკრების გუნდის წევრს, ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ჩემპიონები, უმაღლესი სპორტული შედეგების მიღწევისათვის გათვალისწინებულ ფულად პრიზებთან ერთად, დამატებით 65 000-65 000 ლარს მიიღებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.