პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ

პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ
“Мелко, Хоботов, мелко” – ცნობილი საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრიდან ამ ციტატით ვუპასუხებდი ჯო ბაიდენს იმ საცირკო პერფორმანსზე, ძაღლს ძვალს რომ გადაუგდებ, ისე რომ გადაუგდო მან თავის აგენტებს საქართველოში,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე მიწვევის გაუქმება თავიდანვე იყო გამიზნული და ამ ნაბიჯით საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციამ, კაპიტულირების აქტი გააფორმა.
“Мелко, Хоботов, мелко” – ცნობილი საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრიდან ამ ციტატით ვუპასუხებდი ჯო ბაიდენს იმ საცირკო პერფორმანსზე, ძაღლს ძვალს რომ გადაუგდებ, ისე რომ გადაუგდო მან თავის აგენტებს საქართველოში. ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირება კი მიმაჩნია საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად.
საკუთარი თავის საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორების” სიიდან ამოღება აშშ-ს ისტორიაში ამ ალბათ ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაციის მხრიდან – დაახლოებით მსგავსი ქმედებით უნდა დაგვირგვინებულიყო. ხოლო ირაკლი კობახიძეს კი ერთდროულად ორ ღირსშესანიშნავ ფაქტს ვულოცავ: პირველი – დაბადების დღეს, დღეგრძელობას, ოჯახურ ბედნიერებას და წინსვლას ვუსურვებ და მეორე – ამ ვახშამზე შესაძლო მოწამვლის გადარჩენას,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი