ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით" - ირაკლი რუხაძე

"პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით" - ირაკლი რუხაძე

პრემიერს ვუთხარი: გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს რომ ყველანი ამ ოთახში ვეთანხმებით, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის გუშინდელი შეხვედრის შესახებ საუბრისას "იმედთან" განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმა გუშინდელ შეხვედრაზე ბიზნესმენებთან მოყვა ისტორია, როგორ სთხოვდა დასავლეთი საქართველოს მთავრობას ომში ჩართვას.
“მე პრემიერს ვუთხარი: ისტორია, რომელსაც თქვენ ყვებით არის რთული, ის, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ან ყველას გვესმის რეალურად, რასაც გვიყვებით, ვინაიდან ძალიან ბევრი ნიუანსია ან ყველანი ვეთანხმებით. ჩვენ უბრალოდ პატივისცემით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას ამ ოთახში ყველა ეთანხმება.
ისტორია მოკლედ არის შემდეგი: უკრაინაში დაიწყო ომი, ამ ომის დროს საქართველოს სთხოვეს ომში ჩართვა, სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს იმას, როგორ და რანაირად უნდა ჩავრთულიყავით და საქართველომ უარი თქვა ამ ომში ჩართვაზე და დიდი სანქციების დაწესებაზე. ამას მოჰყვა ძალიან დიდი ტალღა, ცუნამი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებისგან, რომლებიც იმ დროს აწარმოებდნენ ომს რუსეთის წინააღმდეგ, ეხმარებოდნენ უკრაინას ფინანსურად და ა.შ. ეს იყო ამ ისტორიის დასაწყისი”, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.