პრემიერმა ეკლესიას 1 ლარად ჰექტრობით მიწის ნაკვეთები გადასცა

პრემიერმა კობახიძემ 2 დეკემბერს ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლითაც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები ეკლესიას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადაეცემა დაბა მანგლისში მდებარე 3194 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთზე დამაგრებული 3 შენობა.
1 ლარად ეკლესიას გადასცეს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში მდებარე 12 183 კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. იგივე განკარგულების მიხედვით, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს თანხმობა მისცა ეკლესიას უსასყიდლო, უზუფრუქტის წესით, გადასცეს მომიჯნავედ არსებული 3877 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ნაგებობები ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით.
ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 296 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, #27-ის მიმდებარედ. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველყოფა ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.
ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადაეცემა ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოღაში მდებარე 3125 კვ.მეტრი მიწა.
მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაცემის შესახებ განკარგულება ირაკლი კობახიძეს 22 ნოემბერსაც გამოსცა. კერძოდ, ეკლესიას გადასცეს მარნეულში, იალღუჯაში მდებარე ერთი ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა