პრემიერი: 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2008 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო, აგ­ვის­ტოს ომი არ მოხ­დე­ბო­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის წლი­უ­რი ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას აღ­ნიშ­ნა, “მა­შინ­დელ­მა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მთავ­რო­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ამ ომის თა­ვი­დან არი­დე­ბა“.

“აგ­ვის­ტოს ომი, რა თქმა უნდა, უდი­დე­სი ტრა­გე­დია იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. მინ­და ასე­ვე აღ­ვნიშ­ნო, რომ სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ­დელ­მა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მთავ­რო­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ამ ომის თა­ვი­დან არი­დე­ბა. არა­ერ­თხელ მით­ქვამს, 2008 წელს რომ ყო­ფი­ლი­ყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ეს ომი არ მოხ­დე­ბო­და. ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ღიად ვე­სა­უბ­რე­ბო­დით იმ რის­კე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა­ნაც გამ­კლა­ვე­ბაც გვი­წევ­და. საფრ­თხე საკ­მა­ოდ რე­ა­ლუ­რი იყო. ეს არ იყო მო­გო­ნი­ლი. ქვეყ­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის საფრ­თხე იყო, ქვეყ­ნის შიგ­ნით მოქ­მე­დი რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი და მტრუ­ლი ძა­ლე­ბი პირ­და­პირ იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმით, რომ ქვე­ყა­ნა ჩაბ­მუ­ლი­ყო ამ სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­ში. მე ფაქ­ტებს აღარ გა­გახ­სე­ნებთ, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით ყვე­ლა­ფე­რი. სი­ა­მა­ყით უნდა ით­ქვას, რომ ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე დიდი გან­საც­დე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს და­ა­ტყდეს თავს, ეს არის ომი და ჩვენ ეს ყვე­ლა­ზე დიდი გან­საც­დე­ლი თა­ვი­დან ავი­რი­დეთ. ავი­ცი­ლეთ ომი და მშვი­დო­ბი­ა­ნად, გო­ნივ­რუ­ლად გა­ვიყ­ვა­ნეთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სამ­შვი­დო­ბოს. ჩვენ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ერ­თად მო­ვი­პო­ვეთ. შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ეს რის­კე­ბი მთლი­ა­ნად არის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს რის­კე­ბი არ­სად წა­სუ­ლა, მაგ­რამ ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლით და გო­ნი­ე­რე­ბით ვა­ფა­სებთ რის­კებს, ვახ­დენთ საფრ­თხე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, შე­სა­ბა­მის პრე­ვენ­ცი­ას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას და ჩვენს ქვე­ყა­ნას ვი­ცავთ“,-გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს