პრემიერი – ჯაფარიძემ თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, ეს არის „ლელოს“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება

ეს არის „ლელოს“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად, “ლელო” „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას არ გამორიცხავს არჩევნების შემდეგ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯაფარიძემ ამით თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას.
„ეს საოცარი განცხადება იყო, წინასწარ არ გავერთიანდებით იმის გამო, რომ შეიძლება ვიღაცამ ხმა არ მოგვცესო, მაგრამ არჩევნების მერე გავერთიანდებითო. თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, მანამდე არ უნდა აჩვენონ ერთობა და მერე გაერთიანდნენ. ამომრჩეველს ასე როგორ მოვატყუებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს