პრემიერი: ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ

ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მან მოქალაქეებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მიულოცა.

„დიდი სიამაყით და სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას. საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გილოცავთ ყველას! მინდა თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გამარჯვება. ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ!“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ