პრემიერი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად

ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ილია მეორეს განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ძალიან ყურადსაღებია განცხადებაში წარმოდგენილი თითოეული გზავნილი.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, ჩვენთვის არის ძალიან ყურადსაღები და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ