პრემიერი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2020 წლიდან „ენჯეოების“ „აქტიური მონაწილეობით ვიხილეთ რევოლუციის 2 წარუმატებელი მცდელობა“.
„მინდა აღვნიშნო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – „ენჯეოების“ და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს სახელმწიფო სუვერენიტეტის გამტკიცებაში, გარდა ამისა, ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ. 2020 წლიდან „ენჯეოების“ აქტიური მონაწილეობით ვიხილეთ რევოლუციის 2 წარუმატებელი მცდელობა. 2020 წელს „ენჯეოებმა“ გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს მონაცემები ოქმებში ზედმეტობების შესახებ, გააყალბეს ინფორმაცია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოს დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. „ენჯეოების“ ეს სიყალბე სრულად უცხოური წყაროებიდან იყო დაფინანსებული“,-აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)