პრემიერი: სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვისთვის

საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
კობახიძის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განახლებისა და გადატვირთვისთვის.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა ორმხრივი კავშირები გავაძლიეროთ და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ”, – წერს კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა