ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი - საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული, საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ

პრემიერი - საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული, საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ

საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
„საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნური ინსტრუმენტებით განაგრძოს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და საზოგადოების გახლეჩის გამუდმებული მცდელობა და ამავდროულად გადავდგამთ ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.