ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი - სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ მთავარია, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული

სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ მთავარი არის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას.
„სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.