ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი - რაც შეეხება ოპოზიციაში შიდა გადაჯგუფებას, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - დარწმუნებულები ვართ, რომ გვაქვს საზოგადოების მყარი მხარდაჭერა და აუცილებლად მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია დამარცხებისთვისაა განწირული. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქართული საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს.
„რაც შეეხება ოპოზიციაში შიდა გადაჯგუფებას, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამიტომ არა მგონია, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვინმეს დიდი ინტერესი ჰქონდეს. ასეც და ისეც, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია არის განწირული დამარცხებისთვის. ჩვენ ძალიან მყარი რეიტინგი გვაქვს, დაახლოებით ეს არის ხოლმე 60%-ი, ყოველ ჯერზე ფიქსირდება ძალიან მაღალი {რეიტინგი}, ისტორიულად ყველაზე მაღალი რეიტინგი 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორ დაჯგუფდება ოპოზიცია. ასეც და ისეც, ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა გვაქვს და ჩვენ აუცილებლად საპარლამენტო არჩევნებს მოვიგებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.