პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელის რუსოფობიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ ლარსზე გამართულ ბრიფინგს ეხებოდა.
„ჩვენ ორმაგ სტანდარტებზე ვისაუბრეთ, ამას საგანგებო ბრიფინგიც მივუძღვენით. მათ ჰქონდათ განსხვავებული დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, უშუალოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა ომი, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 30 000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა. მაშინ არ ჰქონდათ მათ ხისტი პოზიცია რუსეთთან და რუსებთან მიმართებით. ახლა ავლენენ ხისტ პოზიციას და კონკრეტულად რუსოფობიულ პოზიციას. ღიად აცხადებენ ამასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ როდესაც ჩვენი პოზიციით გამოვედით რუსოფობიასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე თავის მართლება დაიწყეს და აცხადებდნენ, რომ არ იყვნენ რუსოფობები, თუმცა შემდეგ შემოატრიალეს რამდენიმე დღეში ეს მესიჯი,მიიღეს ახალი დავალება და ღიად გამოაცხადეს საკუთარი თავი რუსოფობებად, რაც მათ სახეს აჩვენებს. ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია