პრემიერი მელია-გვარამიას პარტიაზე – როდესაც 1%-იანი თუ 2%-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას, ღიმილისმომგვრელია – ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს

როდესაც 1%-იანი თუ 2%-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას, ეს არის, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელი, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მელია-გვარამიას პარტიის საარჩევნო შანსები და გავრცელებული ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება სურს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარტია „ახალს“ არჩევნებში ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ, შესაბამისად, მათი „შიდა კინკლაობა“ არავისთვის საინტერესო არ არის.
„როდესაც 1%-იანი თუ 2%-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას, ეს არის, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელი. მათი საქმეა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, შესაბამისად, მათი შიდა კინკლაობა, მე მგონია, არავისთვის არ არის საინტერესო“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი