არქივი12 მარტი, 2024, 06:38
პრემიერი მელია-გვარამიას პარტიაზე - შეიქმნა მორიგი, ალბათ, 2%-იანი პარტია, ეს 2% „ნაცმოძრაობას“ დააკლდება - ეს კარგია, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ
ალბათ, მორიგი 2%-იანი პარტია შეიქმნა, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას.
როგორც კობახიძე განმარტავს, აღნიშნული გაერთიანება ხმებს „ნაციონალურ მოძრაობას“ წაართმევს.
„რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის. შეიქმნა მორიგი ალბათ, 2%-იანი პარტია, ეს 2% საბოლო ჯამში „ნაცმოძრაობას“ დააკლდება, ეს კარგია იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.