პრემიერი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა” იბრძვის, არიოს ქვეყანა, გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა სალომე ზურაბიშვილმა – თუ მას გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის

კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიოს ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი, რეალურად დააანონსა სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისედაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი და გამოაცხადებენ თუ არა მას ლიდერად, ეს მათზეა დამოკიდებული.

„რეალურად ამ ფრონტის მთავარი მიზანი იქნება, სწორედ ფრონტის გახსნა. თქვენ იცით, რომ მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა” უკვე ამდენი ხანია, ორ წელიწადზე მეტია, იბრძვის იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი. ეს ფრონტი, რეალურად დააანონსა სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”. ის ისედაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი, გამოაცხადებენ თუ არა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში” სალომე ზურაბიშვილს მათ ლიდერად, ეს მათზეა დამოკიდებული, თუ ასე იქნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში