პრემიერი – ისტერიკაშია , საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და 3 პოსტი მომიძღვნა ამის გამო, ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე, 4 პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს ემოციებს

ისტერიკაშია ოთხივე ოპოზიციური პარტია, ისტერიკაში არიან ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, ისტერიკაშია , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, მათი მოწოდებები და ე.წ ბულინგი არის ისტერიკის გამოვლინება, რადგან ყველამ დაინახა, რომ საქართველოში ვერავითარი „ნაცმაიდანი” ვერ შედგება.
„უკვე მეოთხე მცდელობა აქვთ ამ ოთხი წლის განმავლობაში. სამი ჩაუვარდათ, არავითარი შანსი არ აქვთ, რომ გამოუვიდეთ მეოთხე მცდელობა. ეს არის ერთგვარი ისტერიკა. ისტერიკაშია ოთხივე პარტია, ისტერიკაში არიან ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი. დღეს სასაცილო იყო ეს ქალი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და სამი პოსტი მომიძღვნა ამის გამო. ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე. ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს საკუთარ ემოციებს. ეს ყველაფერი არის ისტერიკის გამოხატულება, მაგრამ რაც შეეხება ე.წ ბულინგს, ლიბერალურ ფაშიზმს, ჩვენ, ბუნებრივია, დავიცავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით საჯარო მოსამსახურეებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ