პრემიერი – იმისათვის, რომ საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად – მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი

იმისათვის, რომ ეს საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად – მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მოლაპარაკეების გახსნა დღეს ისევე გამოიყენება დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გახლეჩვისთვის, როგორც მანამდე კანიდდატის სტატუსი.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“,- განაცხადა პრემიერმა.
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების გახსნა ქვეყნის დაშანტაჟების ინსტრუმენტად გამოიყენება, როგორც მანამდე იგივე ხდებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხზე.
„კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც მოწყალება“, – განაცხადა კობახიძემ, რომელმაც საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების გამო ევროპარლამენტიც გააკრიტიკა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)